ნინო ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის წევრევთან შეხვედრებს აგრძელებს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ქალბატონ დესისლავა ივანოვას შეხვდა.

ნინო ბურჯანაძემ, ქალბატონ ელჩს ქვეყანაში შექმნილ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ნინო ბურჯანაძის მხრიდან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეშფოთებას იწვევის ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო. ის ვითარება, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ყოველთვის ხელს შეუშლის სამართლიანი სასამართლოს არ არსებობა. იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოყალიბდეს ევროპული სტანდარტების სახელმწიფოდ, აუცილებელია ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, მედია იყოს თავისუფალი, სასამართლო კი დამოუკიდებელი და ამ მხრივ ბულგარეთის გამოცდილება საქართველოსთვის ძალიან მნიშნველოვანია.

ნინომ ბურჯანაძემ ქალბატონი ელჩი საქმის კურსში ჩააყენა პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ მიუხედავად წლების განმავლობაში ხელისუფლებების მხრიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ გატარებული სადამსჯელო ქმედებებისა პარტია მაინც აქტიურად ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და უახლოეს პერიოდში ყრილობის ჩატარებასაც გეგმავს. პარტიის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, რომ მას მოყვება სტაბილურობა და მრავალ პარტიულიპარლამენტი და არა არეულობა და ქაოსი.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მას ტრადიცილიულად ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა ბულგარეთის დიპლომატიურ კორპუსთან და იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
FaceBook Twitter Google