ნინო ბურჯანაძე: მაღაროელებს მეტი თანადგომა და დაფასება სჭირდებათ"

,,ჭიათურაში სიტუაცია მძიმეა. მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება და ღირსეული ანაზღაურება, რადგან მათი სიცოცხლე ყოველდღე უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას". - ასე გამოეხმაურა


,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის ფაქტს.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლება ვალდებულია ჭიათურის მაღაროელების მოთხოვნა სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

,,როდესაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოდის და აცხადებს, რომ თურმე ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბატონ პრემიერს ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მაღაროელის სიცოცხლე ყოველდღე უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას და ზწორედ ამიტომ ემ ადამიანები მეტ პატივისცემას და ღირსეული დამოკიდებულებას იმსახურებენ როგორც ხელისუფლებისაგან ასევე საზოგადოებისაგან. სანაცვლოდ მაღაროელები ცინიზმს და უპატივცემლობას იღებენ. უფრო მეტიც, გაფიცულებს არსებული ხელფასიც კი შეუწყვიტეს იმის გამო რომ საპროტესტო აქციები გამართეს. ეს არ არის სახელმწიფო და ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინტერესს ითვალისწინებს და ზრუნავს.

რაც შეეხება ჭიათურის მოსახლეობას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სწორედ ,,ქართულ ოცნებას" გაამარჯვებინა შუალედურ არჩევნებში, მინდა მათ არჩევანსაც გამოვეხმაურო: მაღაროელები ჭიათურელი ხალხისაგან ნამდვილად იმსახურებდნენ მეტ თანადგომას და სოლიდარობას, რადგან ეს ქალაქი სწორედ თიოეული მაღაროელის შრომაზე და სიცოცხლეზე დგას." - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

FaceBook Twitter Google