ნინო ბურჯანაძე: „ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ ვერ იზეიმებს 26 მაისს“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

26 მაისი არის თარიღი, რომელიც დაკავშირებულია თაობების ოცნებებთან და თაობების ბრძოლასთან, რათა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო.

ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თოთოეულ ქართველს ვუსურვებ, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იყოს მშვიდობიანი, ერთიანი, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლად.

დღეს ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრების უმთავრესი ტკივილი დაკარგული ტერიტორიებია, რომლის გარეშეც 26 მაისის დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება.

ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს.

თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში“. - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google