ნინო ბურჯანაძე: ,,იმედია, საქართველო იქნება ისეთი სახელმწიფო, როგორზეც მერაბ კოსტავა ოცნებობდა"
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ეს უდიდესი ფაქტი დიდი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების თარიღთან ასოცირდება. ადამიანი, რომელმაც თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნული თვითშეგნებისთვის, ეროვნული ღირებულებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

მერაბ კოსტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა
და რაც ყველაზე დასანანია, ის იდეალები რისთვისაც მერაბ კოსტავა იბრძოდა - ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი, ძლიერი, გამთლიანებული და თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყანაში ეცხოვრა ეროვნული თვითშეგნებით, ჯერჯერობით კვლავ განუხორციელებელია.

მერაბ კოსტავა არ არის რიგითი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის იყო უდიდესი ეროვნული გმირი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლაში.

იმედი მაქვს, საქართველო იქნება გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო, როგორზეც მერაბ კოსტავა ოცნებობდა. მისი სახელი კი ყველა თაობისთვის იქნება ისტორია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, იბრძოლო მისი თავისუფლებისთვის და ნათელი მომავლისათვის.
FaceBook Twitter Google