"დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" მიმართვა პარტიის წევრებს
ორ ივნისს, 15:00 საათზე, გაიმართება პ.პ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" რიგგარეშე ყრილობა. ყრილობის მიმდინარეობისას განიხილება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიზნები და სამოქმედო გეგმა. ასევე მოხდება მოსალოდნელ ცვლილებათა განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება. იგეგმება რიგი ცვლილებები, რომელსაც დღის წესრიგში იხილავთ.

დღის წესრიგი:

⦁ პოლიტიკური პარტიის სახელის შეცვლა ;
⦁ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა;
⦁ პარტიის გენერალური მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და ახალი გენერალური მდივნის არჩევა;
⦁ პარტიის მთავარი საბჭოს მოქმედი წევრების უფლებების ვადამდე შეწყვეტა და ახალი წევრების არჩევა;
⦁ პარტიის ემბლემის და სიმბოლიკის (ბლანკი, ბეჭედი, გერბი, დროშა) ცვლილება ;
⦁ პარტიის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
⦁ პარტიის სარევიზიო კომისიის მოქმედი წევრების უფლებების ვადამდე შეწყვეტა და ახალი წევრების არჩევა;
⦁ პარტიის მისამართის ცვლილება, რაც გამოწვეულია ტექნიკურად, არსებული მისამართის საჯარო რეესტრის მიერ ცვლილებით.

ყრილობის ტრანსლირება მოხდება ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძის ოფიციალურ გვერდზე. თანდართულ ფაილში გთავაზობთ პარტიის წესდების სამუშაო ვერსიას. პარტიის წევრებს გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. თქვენი აზრი ჩვენითვის მნიშვნელოვანია.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წესდების სამუშაო ვერსია.
FaceBook Twitter Google