რიგგარეშე ყრილობაზე პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ უწოდეს
პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაში "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" ცვლილება შევიდა. პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, რომელსაც 439 დელეგატი ესწრებოდა, ახალ სახელწოდებას - "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" მხარი ერთხმად დაუჭირეს.

დღესვე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს, მისი კანდიდატურა დელეგატებმა ერთხმად მიიღეს. ყრილობაზე გენერალურ მდივნად გრიგოლ ბარამიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. დღესვე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი საბჭოს შემადგენლობა, დამტკიცდა პარტიის ემბლება და სიმბოლიკა.

"ჩვენი უმთავრესი გზავნილი არის ერთიანი საქართველო. გაერთიანებული ტერიტორიებით და საზოგადოებით. დღეს ჩვენ საზოგადოებას სჭირდება გაერთიანება , კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. დღეს ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი და წუთი დასაკარგი, რადგან სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენ არ გვაქვს უფლება , რომ ჩვენი სამშობლო ჩამორჩეს იმ განვითარებას, რომლითაც დღეს მსოფლიო მიდის წინ",-განაცხადა ანზორ ბიწაძემ

პარტიის ყრილობა სასტუმრო "შერატონი მეტეხი პალასში" დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
FaceBook Twitter Google