მამუკა არეშიძე - ნინო ბურჯანაძე აშკარა უპირატესობით სარგებლობს და ამას ხალხიც ხედავს
ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ „ახალ თაობასთნ“ საუბრისას გააკეთა, სხვა კანდიდატებთან შედარებით ნინო ბურჯანაძე აშკარა უპირატესობით სარგებლობს და ამას ხალხიც ხედავს.
მისივე თქმით საზოგადოების ამოცანაა, დაამტიცოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ძალა აღარ არის.

„ხალხს ველაპარაკები და ვხედავ, რომ ბურჯანაძის უპირატესობა ბევრად უფრო აშკარაა. ამას ხალხიც ხედავს და იმიტომ არიან გაღიზიანებულები, რომ მათ თავს უკვე შემდგარ ფორმულას ახვევენ. საზოგადოების ამოცანაა ისიცაა, მოახერხონ იმის დამტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ძალა აღარ არის, რომელსაც მომავალში რაიმეს იმედი შეიძლება ჰქონდეს.

საზოგადოებას კი აქვს ეს ამოცანა, მაგრამ ის ამ საქმეში თავს მარტო გრძნობს, ხელისუფლების მხარდაჭერას და მის დახმარებას ვერ ხედავს“-განაცხადა არეშიძემ.
FaceBook Twitter Google