"კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება" - ნინო ბურჯანაძე
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძის გადაყენებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

„ბიძინა ივანიშვილს, გუშინ რომ გაეთავისუფლებინა ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან, ამით თავიდან აიცილებდა აქციის დარბევის უმძიმეს ფაქტს. კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

დღეს უკვე ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა და ვადამდელი პროპორციული არჩევნებით წასვლა მოუწევს. “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google