„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას მიმართავს
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას მიმართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მთავრობა და ეკომონიმკის მინისტრი გვარწმუნებს, რომ ეროვნული ეკონომიკა ჯანმრთელია და 4%-იანი სტაბილური ზრდა აქვს, ჩვენი ეროვნული ვალუტა, ლარი გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს გადასცდა. აქედან გამომდინარე, თუ უახლოეს დროში მთავრობა, ეროვნული ბანკი, სასწრაფოდ არ მიიღებს კომპლექსურ ზომებს, სწრაფი დევალვაციის წინააღმდეგ (სარეზერვო ფონდიდან დოლარის გამოტანა და სხვა), უახლოეს დღეებში საქართველოში პირველადი მოხმარების საქონელსა და პროდუქტებზე კატასტროფულად მოიმატებს ფასი, რაც სოციალური აფეთქების ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქართული ეკონომიკა რეალურად არ აწარმოებს არაფერს და პროდუექტები (შაქრიდან დაწყებული...) ძირითადად აშშ დოლარზე ვაჭრობით უცხოეთიდან შემოაქვთ, მაშინ ბუნებრივია, ოპერატიულად ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ქვეყანა დადგება უმძიმესი კრიზისის მიჯნაზე.

ასევე, მოგიწოდებთ, კონკრეტულად კი სახელმწიფო ხაზინას, ნუ აფერხებთ გაურკვეველი მიზეზით მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესორგანიზაციებისათვის დროულად კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესს", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google