ნინო ბურჯანაძე აფხაზეთიდან დევნილებს: ,,ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენ დაბრუნდეთ სახლში"
14 აგვისტო მძიმეა თითოეული ქართველისათვის, მძიმეა იმ დღის გახსენება, როდესაც 27 წლის წინ ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია გავარდა.

განსაკუთრებით მძიმეა, იმის აღიარება, რომ 27 წლის მიუხედავად არ გვაქვს არანაირი წინსვლა, რათა ჩავახშოთ კომფლიქტი.
მტკივნეულია და სამარცხვინო, მაგრამ ფაქტია - არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი რომ საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური გაგვეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან.

დღეს განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილებს, ადამიანებს რომელთათვის ყველაზე რთული და ძნელია იმასთან შეგუება, რომ 27 წელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე დევნილი ჰქვია.

თქვენთვის ძალიან მტკივნეულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ ვერ მიდიხართ საკუთარ ქალაქში, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ.

თქვენი წყენაც ბუნებრივია, თქვენი გაღიზიანებაც პოლიტიკოსების მიმართ სამართლიანია.
მაგრამ ნუ იქნებით ნიჰილისტურად განწყობილი, ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას.

ჯერ კიდევ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება.
თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს აფხაზეთში, თქვენს მიწაზე თქვენს დაბრუნებას.

პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ დაბრუნდეთ თქვენს სახლში.
FaceBook Twitter Google