ანზორ ბიწაძე - NDI-ის კვლევა კარდინალურად განსხვავდება IRI-ის კვლევისაგან, რაც ნიშანდობლივია
„NDI-ის ბოლო კვლევაში ყველაზე თვალშისაცემი და საინტერესო არის ის, რომ შედეგები მთელ რიგ ასპექტებში რადიკალურად განსხვავებულია IRI-ის ანალოგიურ კვლევებთან“, - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.
მისი განმარტებით, არაფერს ნიშნავს დღევანდელი კვლევების შედეგები, მათ შორის „ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობასთან“ მიმართებაში.

„პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით 2003 წლიდან მოყოლებული NDI -ის არც ერთი კვლევის შედეგი არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს.

პარტიები, რომლებიც მსგავსი კვლევებით და პროგნოზებით კმაყოფილები არიან, გარწმუნებთ ცივ შხაპს მიიღებენ 2020 წლის შემოდგომაზე“, - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google