რეზი ხუნდაძე: „საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი.“
რეზი ხუნდაძე: „საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი.“
ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორც თავად აღნიშნავენ, განსაკუთრებით ემზადებიან ამ არჩევნებისთვის. შეინიშნება სხვადასხვა აქტივობები. ხელისუფლების საქმიანობის მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, ხშირად ისმის პოზიტიური შეფასებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო, თუმცა, ამას, ძირითადად, საკუთარ აქტივობას და "გავრილოვის ღამედ" წოდებული, 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

ოპოზიციური პარტიების გარდა, აქტივობა იგრძნობა ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას და როგორც თავად ამბობენ, "აქვთ ამბიცია, მამულიშვილური სიტყვა თქვან". – ნათქვამია გურია newse სტატიაში.

- წინასაარჩევნო წელია და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისა და ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად.
პარტიები შეეცდებიან, ღირსეული ადამიანებით შეავსონ სია და ქმედითი, რეალური პროგრამები შესთავაზონ მოქალაქეებს. მოლოდინი დიდია. დიახ, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი. იქმნება შტაბი. ვივსებით ახალი შემადგენლობით, ვგეგმავთ სამოქმედო, მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. მომხრეები და თანამოაზრეები გვყავს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებთ არჩევნებში მიღებული პროცენტული რაოდენობის დასახელებისგან _ "საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს", - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძე.

FaceBook Twitter Google