ნინო ბურჯანაძე - ჩემთვის რომ დაეჯერებინა ხელისუფლებას და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ეწარმოებინა, ე.წ ბორდერიზაცია შეჩერდებოდა
„ჩემთვის რომ დაეჯერებინა ხელისუფლებას და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ეწარმოებინა, ე.წ ბორდერიზაცია შეჩერდებოდა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ცნობით, ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ მხრიდან სტრატეგიული მოთმინების პოზიციასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს ხელისუფლების „სტრატეგიული მოთმინების“ პოზიციას ე.წ. საუკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და საკუთარი მოვალეობების მიმართ გულგრილობა ( რაც სხვათაშორის სისხლის სამართლის დანაშაულია). უყურებდე იმას, თუ როგორ პატარავდება ყოველდღიურად შენი ქვეყანა, თუნდაც დე ფაქტო და შემდეგ გამოდიოდე და თავს იწონებდე იმით, რომ თურმე დღევანდელი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც ტერიტორიები არ დაუკარგავს, არის სამარცხვინო. ხელისუფლების აბსოლუტური უსუსურობაა ის, რაც ხდება ე.წ საოკუპაციო ხაზთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემთვის რომ დაეჯერებინა ხელისუფლებას და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ეწარმოებინა, ეს პროცესი ასე ღრმად არ წავიდოდა. თუ ვინმეს ჩემზე მეტი ინფორმაცია და გამოცდილება აქვს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან საუბრის, მაშინ შემომეკამათოს. თუმცა, მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი დიალოგის შემთხვევაში ამ პროცესის გაჩერება შეიძლებოდა. ახლა აგოს პასუხი ყველა იმ ადამიანმა, ვისი შიშების გულისთვისაც, რომ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ და მათ სავარძლებს საფრთხე არ შექმნოდათ, დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ე.წ საზღვრის მეორე მხარეს იღვიძებენ," - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google