ანზორ ბიწაძე - ხელისუფლება ხვდება, რომ პრეზიდენტი კიდევ ბევრ სკანდალში გაახვევს
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პრეზიდენტი მოგვახვია თავს, რომელმაც საკონსტიტუციო უფლება დანაშაულებრივად გამოიყენა. ეს არის პრობლემა, - ასე გამოეხმაურა შეწყალების ახალი წესის შესახებ ცვლილებებს „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

„აქამდე რაც მივიღეთ იყო, რომ პრეზიდენტმა არც კი წაიკითხა რას აწერდა ხელს, საუკეთესო შემთხვევაში, საქმე დანაშაულებრივ გულგრილობასთან გვაქვს. ახლა კი უმრავლესობა იძულებულია, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს და თან სახელმძღვანელო გაუკეთოს პრზიდენტს რომ კიდევ რაიმე შარში არ გახვიოს „ქართული ოცნება“ მათთვის მძიმე საარჩევნო წელს.

„ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნაში, დიდი წვლილი აქვს პრეზიდენტს, რადგან მისი არჩევა მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტი კიდევ ბევრ დარტყმას მიაყენებს თავის შეცდომებით თუ არასწორი ნაბიჯებით „ქართული ოცნებას“ და მის რეიტინგს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ამას ვეღარსად გაექცევა მმართველი პარტია“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google