ნინო ბურჯანაძე - სამწუხაროა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს, სამაგიეროდ, გვყავს აბსოლუტური მონარქი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ითავსებს ყველა დანარჩენ ფუნქციას
სამწუხაროა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს, სამაგიეროდ, გვყავს აბსოლუტური მონარქი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ითავსებს ყველა დანარჩენ ფუნქციას, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მან უპასუხა კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წლის თავთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

"ეგ ჰკითხეთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უყიდა სავარძელი სალომე ზურაბიშვილს და აიღო თვითონ პასუხისმგებლობა. გახსოვთ პლაკატები - ბიძინა ივანიშვილის სურათი და ქვემოთ სალომე ზურაბიშვილის სახელი მიწერილი? ასეთ კურიოზი საერთოდ, რომ კაცის სურათის ქვეშ ქალის სახელი იყოს მიწერილი, ალბათ მარტო საქართველოში შეიძლება იყოს. ხომ გვეუბნებოდა, მე ვიცი და ასეთი პრეზიდენტი მსოფლიოს არ ეყოლებაო? ახლა აგვიხსნას, ასე თვლის ისევ, თუ როგორ არის? სამწუხაროა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს, სამაგიეროდ, გვყავს აბსოლუტური მონარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ითავსებს ყველა დანარჩენ ფუნქციას", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google