„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილეს ულოცავს.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილეს ულოცავს.

პატრიარქი გახლავთ ადამიანურობის და სათნოების, საკუთარ ხალხზე ზრუნვისა და მისი ბრძნულად წინამძღოლობის ნათელი მაგალითი, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ასევე სხვა კონფესიებისა და აღმსარებლობის ადამიანებისათვისაც. სწორედ ამიტომ მის მიმართ საზოგადოების სიყვარული და პატივისცემაც ადექვატურია. მიუხედავად მისი და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მისამართით განხორციელებული არაერთი შეტევისა,იგი მაინც მხნედ და სიყვარულით უდგას სათავეში საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და დამსახურებულად ყველაზე დიდ პატივისცემას, სიყვარულსა და სანდოობას იმსახურებს საქართველოში.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ულოცავს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს. დაე მისი ლოცვა-კურთხევის მადლი, კიდევ დიდხანს ფარავდეს და ეწეოდეს საქართველოს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.
FaceBook Twitter Google