„ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციური ერთობის დამშლელი, პირდაპირ უნდა აჩვენოს ივანიშვილის ჩეკი ხალხს"
„ოპოზიციური ერთობა არ დაიშლება: ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციური ერთობის დამშლელი, რომელიც დასთანხმდება თუნდაც 100/50–ზე სისტემას და არა მხოლოდ 2020, არამედ 2024 წელსაც უარი ვთქვათ პროპორციულ სისტემაზე, მან პირდაპირ უნდა აჩვენოს ჩეკი ხალხს, რა თანხა აიღო ბიძინა ივანიშვილისგან“.
ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი გუნდის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების ჩართულობით უკვე შედგა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ოთხი შეხვედრა. მზადდება მეხუთე შეხვედრა, თუმცა ვიცე–პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა და ხსენებული შეხვედრების მონაწილე თეა წულუკიანმა 22 იანვარს ოპოზიციის მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა: "ან წამოვლენ ჩვენს შემოთავაზებაზე, ან მოუწევთ, გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული"



FaceBook Twitter Google