ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არა მარტო უგულავას, ბევრ სხვასაც შეუთვალეს, თუ გაჩუმდებით, პრობლემა არ გექნებათო
ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არა მარტო უგულავას, ბევრ სხვასაც შეუთვალეს, რომ თუ გაჩუმდებით, პრობლემა არ გექნებათო, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გაფრთხილებები იყო გარკვეულ პირებზე და შესაძლოა, მომავალშიც იყოს.

“ჩვენ ვართ დესტრუქციულები? ჩვენ მივაყენეთ შეურაცხყოფა ფიზიკური ან ჩვენ აღვუკვეთეთ თავისუფლება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებები? მოლაპარაკება ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ მოლაპარაკება აღადგინოს. აღადგინოს იმით, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და რეპრესიები და ნამდვილად პოლიტიკური დევნაა, როდესაც რვა წლის მერე გაგახსენდება რვა წლის წინანდელი დანაშაული და მაშინ დაიჭერ ადამიანს, როცა შეუთვლი, რომ თუ გაჩუმდები არ დაგიჭერო, არ გაჩუმდება და დაიჭერ. ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არა მარტო უგულავას, ბევრ სხვასაც შეუთვალეს, რომ თუ გაჩუმდებით პრობლემა არ გექნებათო. პირდაპირ ეთერში თქვეს, რომ თუ არ გაჩუმდებით, დაგიჭერთ ყველას და ციხეში ჩაგყრითო. სრულიად ნათელი გზავნილია ეს მელიასთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის. ასეთი გაფრთხილებები იყო ხელისუფლების მხრიდან და შეიძლება ამოქმედდეს ცოტახანში მათი ბერკეტები ან შესაძლოა, შეჩერებულია საერთაშორისო წნეხიდან გამომდინარე. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საქმეზე „ქართულმა ოცნებამ“ შეანელოს სვლა, ვითომ ანგარიშს უწევს საერთაშორისო თანამეგობრობას, ეს ტაქტიკის საკითხია“, -განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
FaceBook Twitter Google