ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანი იყო პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გამოავლინა და ვფიქრობ ეს მომავალი ნორმალიზების საფუძველი იქნება
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 120/30-ზე მოდელი არის მაქსიმალური და უპრეცედეტო შედეგი, რისი მიღწევაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის კონსტრუქციული პოზიციის გარდა, მნიშვნელობანია ის პოზიტივი, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გამოავლინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეთანხმება შედგა 120/30-ზე. მე ვთვლი, რომ ეს არის მართლაც მაქსიმუმი კომპრომისი რისი მიღწევაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისე კარგი, როგორიც იყო სრულად პროპორციული სისტემა, მაგრამ გაცილებით უკეთესია სხვა დანარჩენ შემოთავაზებულ მოდელებზე. ამიტომ, არამხოლოდ ოპოზიციას ვუწონებ, თითოეულ ჩვენგანს ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას, არამედ, ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი იყო პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გამოავლინა და ვფიქრობ ეს მომავალი ნორმალიზების საფუძველი იქნება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3%-იანი ბარიერი შეიცალა 1%-იანით, რაც პროპორციული არჩევნების დაპირების დროს იყო გაჟღერებული.

ასევე შეიცვალა ბარიერი, 3%-იანი ბარიერი ისევ 1%-ზე დავიდა, როგორც ეს იყო პროპორციული არჩევნების მოთხოვნის და დაპირების პერიოდში. 40%-იანი ჩამკეტი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე პარტია ვერ მიიღებს, ანუ პირველ ადგილზე გასული პარტია თუ ვერ , მიიღებს 40%-იან მხარდაჭერას პროპორციულ არცევნებში ის ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google