„კრედიტები გადავადება ხანძრის დროებითი ჩაქრობაა, დროა ხელისუფლებამ დაიწყოს ზრუნვა, რა იქნება სამი თვის შემდეგ“ - ნინო ბურჯანაძე
რამდენად სწორია მთავრობის პოლიტიკა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი ქვეყანამ აირიდოს.

ნინო ბურჯანაძე მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე თავის შეკავებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლებას საშუალება ექნება აქტიური მოქმედებები განახორციელოს და ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

„ნუ მივეცემით პანიკას, რადგან პანიკა ასეთ ვითარებაში არის ყველაზე დიდი მეგობარი პრობლემის და ყველაზე დიდი მტერი პრობლემის მოგვარების. რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში გახდეს აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა მთავრობა თავს იკავებს და გასაგებია, რადგან ამას მოჰყვება სერიოზული შესზღუდვები და გარდა ამისა, რაც უფრო გადაიდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებს, ეს ოდნავ მაინც მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას ეკონომიკას და ხელისუფლებას, რომ აქტიური მოქმედებები განახორციელოს.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ერთი მხრივ ის, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანი რა იქნება ეკონომიკის თვალსაზრისით.

„ზუსტად ვიცი, ჩვენი მოქალაქეები მძიმე ვითარებაში არიან უკვე და აღმოჩნებიან უფრო არა კორონავირუსის გამო, არამედ მძიმე ეკონომიკური ფონის გამო“ – აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის მხირდან დუმილს, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს არის უპირველესად, პოლიტკორექტულობის საკითხი.

„მეც და ოპოზიციის ყველა წევრი თვლის, რომ ისეთ თემებზე, რომელიც ახლა არ არის აქტუალური და როცა კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა და თვალხილუილი ეკონომიკური კრიზისი, ბუნებრია გარკვეული პრიორიტეტები დგება. ამავდროულად, რამდენად სწორად იქცევა მთავრობა კორონავირუსთან მიმართებაში და თუნდაც ეკონომიკურ გამოწვევებთან, რომელიც შეიძლება თანაზომადი იყოს, აქ თუ გაჩნდება კითვები, ბუნებრივია უფრო არასწორი იქნება ასეთ დროს, ჩვენი მხრიდან თავის შეკავება და ართქმა იმისა, რაც შეიძლება დღეს დავინახოთ“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

რამდენად სწორად მიყვება ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას და არსებულ გამოწვევებს, ბრუჯანაძე ფიქრობს, რომ გასაგებია, რომ მთავრობა არის საგანგებო რეჟიმში, თუმცა, მისი თქმით, არ შეიძლება ხელისუფლება იყოს მეხანძრის რეჟიმში.

„ხელისუფლება ცდილობს ჩააქროს ის ხანძრები, რომელიც წარმოიშვა კორონავირუსის შედეგად და შეარბილოს ის დარტყმები, რომელიც იქნება მიყენებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი. ჩვენ ვერ ვხედავთ უფრო ფართომასშტაბიან ხედვას ხელისუფლების მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი ხედვა, როგორ აპირებს კონკრეტულ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს. 40 მილიონი დოლარის გამოტანა არ შველის პრობლემას, ამაზე მე ვსაუბრობდი და დადასტურდა, რომ სწორია. ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა და ეს არ არის გამოსავალი“ -ამბობს ბურჯანაძე.

„ერთიანინ საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შექმნას საგანგებო საბჭო, მოიწვიოს ექსპერტები და გადახედოს მსოფლიოს წამყვანი და არამხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას. ბურჯანაძე აცხადებს, რომ სამთვიანი საბანკო შეღავათი არ არის გამოსავალი, რადგან სამი თვის შემდეგ, მოსახლეობას მოუწევს კიდევ უფრო მეტის გადახდა, რაც ასევე მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახებს.

„უმრავლეს ქვეყნებში, სადაც განვითარებული ეკონომიკაა, ადამიანებს აქვთ თვიანთი დანაზოგი და ამით შეუძლიათ თავი გაიტანონ, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე. კოპირება ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების არ გამოვა, უნდა ვნახოთ ჩვენი მსგავსი ქვეყნების მთავრობები, როგორ აპირებენ კრიზისთან გამკლავებას. დღეს მოსახლეობას არ აქვს ფულადი მარაგი. ჩვენი მოსახლეობის უმრავლეოსბა ცხოვრობს თვიდან თვემდე აღებული ხელფასით. კრედიტებითაც კი. მართალია, მოხდა ამ კრედიტების გადავადება, მაგრამ სამი თვის შემდეგ, უკვე გადაანგარიშებული პროცენტით, რომელიც მეტი გამოვა ბუნებრივად, როგორ უნდა გადაიხადოს ეს ადამიანმა. ამ ეტაპზე ეს შეღავათი იყო მცირე ხანძრის ჩაქრობა, ეს სამი თვე ხომ გავა, მას შემდეგ რა იქნება, ამაზე უნდა ფიქრობდეს დღეს უკვე მთავრობა და არა მხოლდო იმაზე დღეს თუ ხვალ როგორ ჩააქროს პრობლემა. ამიტომ, საგანგებო ზომებია მისაღები“ - აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და იმას, შესაძლებელია თუ არა არჩევნები გადაიდოს, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოსთვსი სასიცხოხლოდ მნიშვლელოვანი რომ პოლიტიკური პროცესი წარიმართოს სწორად, რადგან ამის გარეშე, ვერც ეკონომიკა დადგება ფეხზე. ამიტომ, ის ძირითადი თემები, რომლებიც არის პოლიტიკურად მნშვნელივანი , არ უნდა იყოს სადღაც გადადებული და ამ თემების განხილვა ადექვატური უნდა იყოს. საკონსტიტუციო განხილვა უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში, ასევე მნიშვნელოვანი კანონების მიღება ამავე რეჟიმში“ - აცხადებს ნინო ბურჯანძე და იმედოვნებს, რომ არჩევნების გადატანა საჭირო არ გახდება.

„არჩევნების გადატანაზე საუბარი ნამდვილად ნაადრევია და მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენ გავუმკლავდებით ვირუსს და არ დაგვჭირდება არჩევნების გადატანა.“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google