ბურჯანაძე: რა მოხდა გუშინ და გუშინწინ ისეთი, რომ დღეს აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურაჯანძე მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ეხმაურება.

ბურჯანაძის თქმით, საგანგებო ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ეკისრებათ.

„მინდა გამოვეხმაურო მთავრობის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას. რაკიღა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩვენ ყველანი უნდა დავემორჩილოთ გამოცხადებულ წესებს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წესები არ დაირღვეს. რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, გახარიამ განაცხადა, რომ 2 დღის წინ უშიშროების საბჭო შეიკრიბა იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაუდებელი სიტუაციის დროს მზად ყოფილიყო მთავრობა საგანგებო დგომარეობის გამისაცხადებლად. ჩვენ გვაინტერესებს, რა მოხდა გუშინ და გუშინწინ ისეთი, რომ დღეს აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, რა ცვლილებები მოხდა ამ ორი დღის განმავლობაში. ასევე უნდა ვთქვა ისიც, რომ მთავრობას ახლა უკვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
FaceBook Twitter Google