"ერთიანი საქართველო" მწუხარებას გამოთქვამს ასლან ცინცქილაძის გარდაცვალების გამო.
აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის ორგანაზაციის ხელმძღვანელს, გია ცინცქილაძეს გარდაეცვალა მამა. ბატონი ასლანი გახლდათ უაღრესად კეთილშობილი ადამიანი, აჭარაზე და ბათუმზე უზომოდ შეყვარებული კაცი და ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი გულშემატკივარი. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" სამძიმარს უცხადებს ბატონი ასლანის ოჯახსა და ახლობლებს, მათ სულის სიმხნევეს და გამძლეობას უსურვებს ამ რთულ მდგომარეობაში.
FaceBook Twitter Google