თამარ ზურაშვილი: "ანტიკოსტიტუციური კანონის მიღება ხელისუფლების პირდაპირი მესიჯია აკონტროლოს ხალხი"
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს ,,ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი თამარ ზურაშვილი.

,,ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც იზღუდება ადამიანის ისეთი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელთა შეზღუდვაც მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს და პრეზიდენტის დეკრეტითაა შესაძლებელი".

როგორც თამარ ზურაშვილი აცხადებს, ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ავტორიტარული მმართველობისკენ.

,,ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას აქვს თავისი, კონსტიტუციით მკაცრად გაწერილი მიზანი და წესები და ადამიანის უფლებები არ უნდა იზღუდებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ თვითნებურად, პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის აკონტროლოს ადამიანები.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე ვითარების გათვალისწინებით, პარლამენტმა გააძლიეროს საპარლამენტო კონტროლი და ნაწილობივ მაინც შეუშალოს ხელი მთავრობის მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას, პარლამენტი იღებს ანტიკონსტიტუციურ კანონს და იხსნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დარღვევაზე!

ასეთი ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება არის მესიჯი ხელისუფლებისგან, რომ იგი როცა უნდა და როგორც უნდა ისე გააკონტროლებს ადამიანებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლით".

თუ პარლამენტი საბოლოოდ ასეთი ფორმით მიიღებს ცვლილებებს, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს ანტიკონსტიტუციურ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს".
FaceBook Twitter Google