ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ და სამართლიან სახელმწიფოში

„26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და წარმოუდგენელია ამ დღეს არ გავიხსენოთ ჩვენი ეროვნული გმირის, ერის სინდისი, როგორც მას ძალიან ხშირად მოიხსენიებენ მერაბ კოსტავას სახელი. მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების თარიღი სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა, განსაკუთრებულ ემოციას იწვევს თითოეულ ქართველში. თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ და სამართლიან სახელმწიფოში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google