ნინო ბურჯანაძე - პირველ რიგში, ქვეყანა უნდა ვიხსნათ ბიძინა ივანიშვილის ოკუპაციისგან
პირველ რიგში, ქვეყანა უნდა ვიხსნათ ბიძინა ივანიშვილის ოკუპაციისგან, - აღნიშნულ განცხადებას ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 ივნისი არის და ყოველთვის დარჩება ,,ქართული ოცნების" სისხლიან ლაქად.

„ერთი წლის თავზე ეს დანაშაული კვლავაც არ არის გამოძიებული და დამნაშავეები კვლავაც არ არიან დასჯილნი. მაშინდელი შს მინისტრი და დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია, თუ ვინ გასცა ბრძანება, რომელმაც ახალგაზრდები დაასახიჩრა. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა გამთლიანებულ, მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება. ამის პერსპექტივა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ოკუპაციისგან დავიხსნით ქვეყანას. ახალგაზრდობის და საზოგადოების სამართლიანი პროტესტი ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს ,,ქართული ოცნებისათვის" უარის თქმით უნდა დააგვირგვინოს", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google