ნინო ბურჯანაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს, რომ საზოგადოებას შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს და დამნაშავე დაისაჯოს
“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. მან ხელისუფლებას მოუწოდა, საქმე დროულად, ობიექტურად გამოიძიოს და დამნაშავე დაისაჯოს.

„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებში აგრესიაა და ეს აგრესია გასაკვირი არ არის, რადგან ზოგადად, რთული ფონია და გარკვეუწილად აგრესიაც არის. მინდა ყველას მოვუწოდო, სამართალდამცავ ორგანოებსაც და მედიასაც, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის გრძნობებს. სიმართლე გითხრათ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ვერ ვხედავ ისეთ ეფექტურ მუშაობას, როგორც საჭიროა. 17 ადამიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვება არ მესმის, მითუმეტეს, მათი, ვისაც ბოლო ტრაგიკულ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია. ეს რამდენად შეუწყობს ხელს გამოძიების ჩატარებას, ამიტომ, მგონია, გამოძიება ეფექტურად ვერ მიდის, ამაზე ლაპარაკობს ისიც, რომ უკვე რამდენი ხანია გასული და ჯერ კიდევ შედეგი არ დადებულა. როგორც წესი, ასეთი ტიპის უბედურობები და მკვლელობები ცხელ კვალზე იხსნება. როცა ამას ერთი კვირა ორი კვირა, ერთი და 6 თვე სჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი მკვლელობა ვერ გაიხსნება. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს და დამნაშავე დაისაჯოს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
FaceBook Twitter Google