ნინო ბურჯანაძე ლავროვის ვიზიტს აფხაზეთში მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

მისი თქმით, იბადება კითხვა, ვინმე რომ შეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ქონებას და მისთვის მისი პირად საკუთრებაში მყოფი თუნდაც ერთი გოჯი მიწა წაერთმია გამოიჩენდა თუ არა იგი ე.წ. სტრატეგიულ მოთმინებას?!„ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იჩენს სტრატეგიულ მოთმინებას სასაცილო და სატირალია. ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ უფრო მონურ მორჩილებას გავს,“- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვლილსა და ქართულ ოცნებას იმდენად დიდი ვალდებულებები აქვს აღებული დასავლეთის წინაშე რომ ისიც კი ვერ გაბედეს, რომ ქვეყნისათვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც მინიმუმ დალაპარაკებოდნენ მაინც რუსეთის ხელისუფლებას.„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება, აქამდე რომ ჩასულიყო მოსკოვში მოსალაპარაკებლად დღეს სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა ,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.„მიუხედავად გასულ წლებში აფხაზეთთან მიმართებაში არსებული უამრავი პრობლემისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წლების განმავლობაში არ ჩადიოდა აფხაზეთში, ხოლო რუსეთის ულაღლესი ხელისუფლება ოპოზიციურად არ ხვდებოდა აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებს. დღეს რეალობა სრულიად საპირისპიროა და ამაში სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მათ მიერ არჩეული პოლიტიკა მეტი არაფერია თუ არა დანაშაული საკუთარი ქვეყნი წინაშე. სწორედ მათ მიერ წარმოებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა დაგვაყენა ამ რეალობის წინაშე,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე სერგეი ლავროვის ვიზიტს აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში.

 

FaceBook Twitter Google