ნინო ბურჯანაძე: „დემოკრატიული მოძრაობა“ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს ვუცხადებთ რადგან ხელისუფლებამ პოლიტიკური კონსესუსის მიცემის ყველა შანსი გაუშვა

„დემოკრატიული მოძრაობის„ ლიდერის განცხადებით პარტიამ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დაწყებისას განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება კომისიაში მხოლოდ ერთ პარტიული გადაწყვეტილებებს მიიღებს და ოპოზიციასთან დიალოგზე უარს იტყვის „დემოკრატიული მოძრაობა“ აუცილებლად დატოვებდა საკონსტიტუციო კომისიას.

გუშინ, ბოლო სამუშაო ჯგუფის სხოდმა ჩატარდა, რომელზეც საბოლოოდ გაირკვა რომ ქართული ოცნება აპირებს მიიღოს არა ის კონსტიტუცია რომლიც ქვეყანას სჭირდება არამედ ის რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში დაიწერა.

ბურჯანაძის თქმით :“დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისიას უმნიშნელოვანესი ინიციატივები შესთავაზა. შესთავაზა სამართლიანი საარჩევნო გარემო, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობის ხელშეუხებლობა, შესთავაზა ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვის აკრძალვა, შესთავაზა სასამართლო რეფორმა და სამართლიანობის აღდგენისთვის „ამპაროს“ მოდელის კონსტიტუციაში დაფიქსირება. ხელისუფლებამ არცერთი ინიციატივა არ გაითვალისწინა და პირიქით, მიიღო გადაწყვეტილება წაართვას მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის უფლება და კიდევ უფრო გააუარესოს საარჩევნო გარემო.

ჩვენ შეგვეძლო ბოიკოტი უფრო ადრე გამოგვეცხადებინა, მაგრამ მაგ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნებოდა საშუალება პრეტენზია წამოეყენებინა - რომ არ დაგეტოვებინათ კომისია ჩვენ დიალოგისთვის მზად ვიყავითო, დღეს ხელისუფლებას ამის თქმის საშუალება აღარ აქვს რადგან ყველა შესაძლო ვადა კონსესუსის მისაღწევად ამოწურულია.

ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას შაბათს კომისიის შემაძამებელ კენჭის ყრაზე მარტოს მოუწევს ხმის მიცემა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში დაიწერა და რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.

 

FaceBook Twitter Google