ნინო ბურჯანაძე : ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არც კონსტიტუცია, არც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები და არც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესები

„ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ქვეყანა იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები განახორციელოს და მართოს ის ისე, როგორც საკუთარი კერძო კომპანია. ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა „ქართული ოცნებისა“ ბოიკოტი გამოუცხადა შემაჯამებელ შეკრებას და პროექტს კონსტიტუციისა, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს შუშის სასახლიდან,“ ასე გამოეხაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ შეკრებას

მისი თქმით, ხელისუფლების მტკიცება თითქოს ოპოზიციას არ წარმოუდგენია არც ერთი ნიშვნელოვანი წინადადება გახლავთ ძალიან დიდი სიცრუე.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ბევრი ინიციატივა დაწყებული მიწის გაყიდვის აკრძალვიდან, დამთავრებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხებით, მაგრამ არც ერთი ეს წინადადება კომისიაზე გათვალისწინებული არ ყოფილა. შესაბამისად დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით. შუშის სასახლეში დაწერილი კონსტიტუცია საბოლოო სახით წარმოგვიდგინეს საკონსტიტუციო კომისიაზე.“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ

”ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „ქართული ოცნებისა“ და პირადად ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელით. ვინაიდან ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის წინა დღეს უჩუმრად პოლიტიკური პარტიების წამორმადგენლები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ამოიღო კომისიის სიიდან. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი იყო შესაძლო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ქვორუმი ჰქონოდათ და არ დაფიქსირებულიყო ბევრი უარყოფითი ხმა.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

„წარმოიდგინეთ, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს ამოეღო საპარლამენტო სიიდან, შეეცვალა ქვორუმი და კენჭისყრა ისე ჩაეტარებინა. სწორედ ასეთი უპრეცენდენტო გადაყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ.“- ასე განმარტა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის საქციელი

„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს იმ სარჩელით, რომ უხეშად იქნა შელახული „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძის და შესაბამისად ჩვენი პარტიის კონსტიტუციური უფლება, ჩვენ შეგნებულად ჩამოგვართვეს საშუალება დაგვეფიქსირებინა ნეგატიური პოზიცია საკონტიტუციო კომისიის მუშაობაში და უბრალოდ ამოგვშალეს სიიდან ისევე, როგორც დანარჩენი 13 პარტია.“ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ახალი კონსტიტუციის მხარდაჭერით ხელს აწერენ ქვეყნის გაუქმებასა და საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში ჩადებას.

 

FaceBook Twitter Google