გიგლა ბარამიძე: თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი ჩვენთან ურთიერთობაში ცვლილებებს აუცილებლად გამოიწვევს
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში რეფერენდუმის შედეგი გავლენას აუცილებლად იქონიებს. „თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი ჩვენთან ურთიერთობაში პირდაპირს თუ არა, ირიბ ცვლილებებს აუცილებლად გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერევით თურქეთის შიდა საკითხებში, მაგრამ, ჩვენი მთავარი მიზანია ისე გაგრძელდეს 1992 წლის კეთილმეზობლური ურთიერთობის ხელშეკრულება, როგორც აქამდე იყო და დამყარდეს მშვიდობა თურქეთში.

მინდა გითხრათ, რომ თურქეთში რეფერენდუმმა საზოგადოების სერიოზული გახლეჩა და დაპირისპირება გამოიწვია", - აცხადებს ბარამიძე.
FaceBook Twitter Google