"ნაციონალების ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის “ოცნების” მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე"

"მოგვდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ ნაციონალების ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის “ოცნების” მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე თუ კონსულტაციებზე"- ამ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერრი გიგლა ბარამიძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს.

"ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება იმის შესახებ, რომ ნაციონალების ერთი ფრთა, რომელსაც სააკაშვილმა ახირებულები უწოდა, “ოცნებაში” ყველაზე უფროსთან დადის სასაუბროდ. მე არც მათი საუბარი მომისმენია და არც დეტალები ვიცი, მაგრამ ამათი საქციელი იმ ვირთხების საქციელს მაგონებს, გემიდან პირველები რომ გარბიან ხოლმე. ჩემი მხრიდან სააკაშვილის დაცვა არ გამოვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნაციონალების ეს ფრთა პარლამენტში მოხვდა, იმ საერთაშორისო მაწანწალას დამსახურებაა, ახლა უკრაინაში რომ ზის. ესენი კი მის ზურგს უკან ხლართავენ რაღაცებს და უკრაინაში მყოფი კაცი ლამის ჩვენი დასაცავი გახდა." განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

FaceBook Twitter Google