ნინო ბურჯანაძე: აიკრძალოს მიწის გაყიდვა საქართველოში როგორც მინიმუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე

დღეს, ნინო ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისი თქით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომისიაში ოპოზიციის ხედვა მინიმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი და გადაწყვეტილების მიღებისას ერთმნიშვნელოვნად ჰქონოდა გარანტირებული ხმების უმრავლესობა, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მაინც მიიღო გადაწყვეტილება წარმოედგინა უმნიშვნელოვანესი ინციატივები საკონსტიტუციო ცვლილებების სხვადასხვა მიმართულებით.

„მე და ჩემს თანაგუნდელებს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები. რომლებიც ეხება, როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე ქვეყნის მოწყობისა და პრეზიდენტის არჩევის წესს. ცხადია ჩვენ კვლავ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს ქვეყნის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამჯერად ამჯერად „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ გამოდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივით, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მომავალთან. ჩვენი ქვეყნის რესურსები უნდა მოხმარდეს უპირველეს ყოვლისა ჩვენს მოქალაქეებს, და მხოლოდ შემდეგ თუ ეს არ შელახავს საქართველოს მოქალაქეების კანონიერ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს, მხოლოდ შემდეგ შეიძლება იქნეს ეს რესურსები გამოყენებული ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლისათვის. ინიციატივა ეხება საქართველოში მიწის გაყიდვის აკრძალვას !

„მიწა გახლავთ ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი და უმთავრესი სიმდიდრე. ეს არის სიმდიდრე, რომელიც არის მილევადი და რომელიც ადვილად არ ახლდება, ეს არის სიმდიდრე, რომელიც აშკარად საქართელოს მოსახლეობას და მოქალაქეებსაც კი არ ჰყოფნით, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართელოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: „ მიწა, როგორც საციცოცხლოდ და სტრატეგიულად აუცილებელი, შეუცვლელი, გაუმრავლებელი და მილევადი რესურსი, საკუთარი შთამომავლობის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.“ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ საქართველოში კატეგორიულად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, აიკრძალოს მიწის გასხვისება უცხოელებზე, საქართველოში მიწა უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ბოლომდე წინააღმდეგი ვიქნებით ყოველგვარი გამონაკლისისა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობაში გამონაკლისი, როგორც წესი, ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. ნებისმიერი გამონაკლისი გამოიყენებულ იქნება იმისათვის, რომ გვერდი აუარონ მთავარ დებულებას მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით და მოახერხონ მაქსიმალურად გასხვისება ჩვენი ქვეყნის მიწისა.

„რეგულაციებზე ახლებური დაბრუნება შესძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, რადგან მიწის პრობლემა აქვს ჩვენს თანამემამულეებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ყოველგვარი გაყიდვა ქართული მიწისა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ მთელ საზღვრებში უნდა შეჩერდეს. ნებისმიერი გაყიდვა უნდა გამოცხადდეს უკანონოდ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

FaceBook Twitter Google