ნინო ბურჯანაძე: ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა უნდა იყოს საჯარო

“ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა უნდა იყოს საჯარო. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ცალკეული ხელშეკრულებები შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული არის ტყუილი,“- ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას.

მისი თქმით, როგორც ჩანს მთავრობამ არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე საერთაშორისო სამართალში აკრძალულია ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულება, რომელიც არ არის საჯარო და არის გასაიდუმლოებული, რომელიც არის სამთავრობო და არა კერძო პირებს შორის დადებული ითვლება ბათილად. ასე, რომ საქართელოს ხელისუფლებას არავითარი უფლება არ აქვს ხელშეკრულება გაასაიდუმლოოს და დამაულოს საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის უკანონობა. ასე, რომ ხელშეკრულების გასაიდუმლოება ბუნებრივია აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გარიგება ემსახურება კონკრეტული პირების პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, ხოლო სახელმწიფოს ინტერესები მეორეხარისხოვანია. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google