ნინო ბურჯანაძე: მე არ მეგულება არცერთი თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც თავის პრიორიტეტად კონსტიტუციაში წერდეს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებას

„მე არ მეგულება არცერთი ნორმალური და თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც თავის პრიორიტეტად კონსტიტუციაში წერდეს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ორგანიზაცია რომ დაიშალოს მერე კონსტიტუცია უნდა გადავხიოთ? ეს არის ჩვენი სირცხვილი, აკვიატებული იდეა ცალკეული პოლიტიკოსების, რომელთაც უნდათ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება და ქულები მიიღონ დასავლეთისგან ამ იდეების განხორციელებისთვის. უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანა თავის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი სკეპტიკურად უყურებენ უკვე ამ ორგანიზაციებს ჩვენ კი კვლავ ოცი წლის წინანდელი რიტორიკით ვლაპარაკობთ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google