ნინო ბურჯანაძე: არავითარ შემთხვევაში არ დავასხათ იმ ძალების წისქვილზე წყალი, რომელთაც უნდათ ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი და მასშიც აუცილებლად შევხვდებით კარგსაც და ცუდსაც. ეკლესია არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ბუნებრივია ის პრობლემები, რომელიც ზოგადად ქვეყანასა და ჩვენ გვაწუხებს გარკვეულწილად ეკლესიაზეც აისახებოდა. არსებული პრობლემები აუცილებლად გამოსწორდება მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ არ უნდა მოხდეს მთელს ეკლესიაზე ჩირქის მოცხება, რაც ასე უნდათ იმ ძალებს, რომელთათვისაც მიუღებელი არის და იყო პატრიარქისა და ეკლესიისადმი ყველაზე მაღალი ნდობა საქართველოში. ასეთი ძალები კი საკმაოდ არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და აუცილებლად მოინახულებს პატრიარქს როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

 

FaceBook Twitter Google