„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა დედას ულოცავს დედის დღეს

დემოკრატიული მოძრაობა ყველა დედას ულოცავს დედის დღეს. დედა ყველა ადამიანისათვის და განსაკუთრებით ქართველებისათვის აღმატებული ფენომენია. ჩვენთვის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს, ყველაზე წმინდასა და საყვარელს, საუკუნეების მანძილზე ქართულმა ენამ დედა უწოდა: დედამიწა, დედაბუნება, დედასამშობლო, დედაქალაქი, დედაბოძი, დედაენა. ყველა დედას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს და ჰქონოდეთ იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს ღირსეული, ძლიერი და განათლებული მამულიშვილები აღუზარდონ. ყველა ის ფასეულობა და ტრადიცია გადასცენ და ჩაუნერგონ საკუთარ შვილებს, რომლითაც აქამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა.

FaceBook Twitter Google