ნინო ბურჯანაძემ: „მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა კატეგორიულად მოვითხოვე ტელეკომპანია იმედის გახსნა და გავახსნევინე კიდეც“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპიანი იბერიის ეთერში განაცხადა: „მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა კატეგორიულად მოვითხოვე ტელეკომპანია იმედის გახსნა და გავახსნევინე კიდეც“

 

 

„მე ძალიან ხშირად მიწევდა ისეთი განცხადებების გაკეთება რომელიც არ მოწონდა არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას, ამიტომ ორივე მხირდან ვიყავი დარტყმების ობიექტი. მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ ვცდილობდი რომ ნაციონალურ მოძრაობას და ხელისფულებას არ გამოეცხადებინა ბოიკოტი იმედისათვის. მე მიმაჩნდა, მიეხედავად იმისა, რომ მაშინ იმედი გარკვეულწილად მიუკერძოებელი იყო და მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს ხშირად რათქმაუნდა არ მაწყობდა ის რასაც იმედის ეთერში საუბრობდნენ, მაგრამ მე მესმოდა თავისუფალი მედიის ფასი და კატეგორიულად არასწორად მიმაჩნდა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებდა იმედს. ამას დაადასტურებს ინგა გრიგოლიაც გიორგი ახვლედიანიც და ყველა ის პირი ვინც მაშინ მუშაობდა იმედის ტელევზიაში ასევე ოპოზიციის წამომადგენლებსაც და ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა ის რომ მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც დახურული იმედი გავხსენი, მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა მე კატეგორიულად დავსვი საკითხი რომ იმედი აუცილებლად უნდა გახსნილიყო. შეგიძლიათ არქივშიც ნახოთ მასალა როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გავაკეთე პრესკონფერენცია სადაც საზოგადოებას გავაცანი დღის გეგმა თუ რომელ საათზე დატოვებდა პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები ტელეკომპანია იმედს, მე ეს გავაკეთე იმისათვის, რომ შემდეგ ვეღარ გადაეხვიათ ჩემს მიერ გაცხადებული გეგმისგან.“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

 

 


FaceBook Twitter Google