ნინო ბურჯანაძე: საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნა უმძიმეს შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნისათვის

„საპარლამენტო რესპუბლიკები წარმატებულად მოქმედებს იმ ქვეყნებში,სადაც არის ძალიან დიდი დემოკრატიული ტრადიციები, სადაც პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს, სადაც ერთი პარტიიდან მეორეში კალიასავით ხტომა მიუღებელია და სადაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ არ იყიდება საპარლამენტო მანდატები,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომიისიაში გახმოვანებულ ინიციატივებს.

 

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკას სჭირდება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოში კი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა ექვემდებარება კონკრეტულ ადამიანს.მედიასაც კი ძალიან დიდი პრობლემები რადგან აშკარად არის მცდელობა მისი გაკონტროლების. ამ პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაც ერთი ადამიანის გავლენის სფეროში იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის.

 

FaceBook Twitter Google