ნინო ბურჯანაძე: პუტინმა მიიღო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტი არაა

„პოლიტიკაში არ უნდა დაუშვა შეცდომა, თორემ, რა თქმა უნდა, ოპონენტი ამას სათავისოდ გამოიყენებს. მითუმეტეს, როდესაც მასთან არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობები გაქვს,“- ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მიმდინარე უკანასკნელი პროცესები.

„ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვსაუბრობდით რუსეთის ჯარების გაყვანაზე, ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. რა თქმა

უნდა, აბსურდია ის 3-4%, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღედ დაახლოებით 12 % და არა 30 %. ანუ რუსეთის ხელისფულებამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან მიიღო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ამ აღნიშნული თემების მოგვარების სურვილი არ გაგვაჩნია და ეს პრობლემები არაქატუალურია.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოდის ძალა, რომელიც პრაქტიკულად არ საუბრობს და არაფერს აკეთებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოსაგვარებლად, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებულია კონფლიქტების დარეგულირების თეამა არც უნდა გაგვიკვირდეს , რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ამ ვითარების სათავისოდ გამოსაყენებლად.

ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა კატასტროფულად გვაშორებს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას და უკანასკნელ დარჩენილ შანსებსაც გვაკარგინებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ჩემს მიერ დაწყებული საქმე რომ გაგრძელებულიყო, დღეს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში სულ სხვა, ქვეყნისათვის პოზიტიური, რეალობა გვექნებოდა. მოვა დრო და ყველას პოზიციას და ქმედებას თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ეს უკვე სავარაუდოდ მოვლენების განვითარებას ვეღარ შეცვლის“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

FaceBook Twitter Google