ნინო ბურჯანაძე: აუცილებელია, რომ ქვეყანა თავზე დაგვენგრეს და შემდეგ ვიფიქროთ ხელისფულების შეცვლაზე!

„სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა,როდესაც მოსახლეობის ნაწილი თავისი ნიჰილიზმით, პასიურობითა და ზოგჯერ არაპრინციპულობით არასწორ გზავნილებს აწვდის ხელისუფლებას,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისი თქმით, როდესაც მოსახლეობა უშვებს იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუნდაც გაყალბების შედეგად მიიღოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულბია, ამით ხელ-ფეხს უხსნის ხელისუფლებას მომავალი ოთხი წელიც არაფერი აკეთოს. შემდეგ გროვდება უარყოფითი მუხტი და ყოველ რვა წელიწადში ხელისუფლების ლამის რევოლუციორ ცვლილებებს ვიღებთ.

„ყოველ ოთხ წელში, რომ გავაკეთოთ ელემენტარული ანალიზი და საწყის ეტაპზევე შევცვალოთ ან გავაკონტროლოთ ხელისუფლება უფრო უკეთესი და მომგებიანი არ იქნება, ვიდრე კიდევ რვა წელი ველოდოთ სანამ საზოგადოების პროტესტი კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, სანამ ქვეყანა თავზე არ დაგვენგრევა და საბოლოოდ არ დავკარგავთ ტერიტორიებს?!“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ჩვენზე ბევრად განვითარებულმა და ძლიერმა ქვეყნებმა იმიტომ მიაღწიეს წარმატებას, რომ ამომრჩევლი ძალიან კრიტიკული იყო მთავრობის მიმართ, არ პატიობდა შეუსრულებელ დაპირებებს და საბოლოოდ საზოგადოება ჩამოყალიბდა ხელისუფლების მთავარ მაკონტოროლებელ ძალად.

 

 

FaceBook Twitter Google