„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ულოცავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს

დღეს იწყება აზერბაიჯანელთა საყვარელი დღესასწაული, ნოვრუზ-ბაირამი, რომელიც ახალი წლის შემოსვლასთან ასოცირდება. ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც ვხედავ  ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების თავდადებას საქართველოს ღირსეული და უკეთესი მომავლისათვის.

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ულოცავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიხარულს ოჯახებში.

 

FaceBook Twitter Google