„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს ულოცავს მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლის თავს.

ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის არსებობის ყველა ეტაპზე მნიშნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში. სწორედ ავტოკეფალიის შედეგია ის ტაძრები და წიგნები, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ მსოფლიოს წინაშე. სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიის გაერთიანება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო საფუძველი სახელმწიფოს განვითარებისა და გაერთიანების.

ქართულ ეკლესიას თავისი არსებობის განმავლობაში მრავალი გასაჭირი გადაუტანია. დღესაც ბევრი პრობლების წინაშე დგას , თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევითა და თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევით ეს პრობლემებიც მოგვარდება და ქვეყანასა და ეკლესიაში სიმშვიდე დაისადგურებს.

 

 

FaceBook Twitter Google