ნინო ბურჯანაძე: დღეს კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი იდგმება იმისკენ რომ აფხაზეთი და სააჩაბლო საბოლოოდ დავკარგოთ

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ მე, რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში ან როგორც მინიმუმ ხელისუფლებას მაინც, რომ გაეთვალისწინებინა ჩემი რჩევები რუსეთთან მიმართებაში, დღეს გაცილებით უკეთესი რეალობის წინაშე ვიდგებოდით.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით,თუ ჩვენ ვიძახებთ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებული არჩევნებით არაფერი იცვლება, თუ მათსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებებს არავითარი გავლენა არ აქვს, თუ სამხედრო შენაერთების გაერთიანებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ამ ტერიტორიებს აუცილებლად საბოლოოდ დავკარგავთ, ყველა აღნიშნული მოვლენა გახლავთ პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება სამომვლო ურთიერთობებზე.„დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მოხდება ოსეთის სამხედრო ნაწილების რუსეთის სამხედრო შენაერთებში შესვლა, დღეს პრაქტიკულად კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი იდგმება იმისაკენ, რომ კონფლიქტების დარეგულირება და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება შეუძლებელი გახდეს.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. „შეხედეთ, როგორ წარმართა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის პოლიტიკა, როგორ გაასწორა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა მიწასთან. სწორედ მისი და მის მიერ მართული მარიონეტული მთავრობის პასუხისმგებლობაა რაც ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“ - ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენები.

 

FaceBook Twitter Google