დიმიტრი ლორთქიფანიძე „დღევანდელი დღის მნიშვნელობა ისტორიული თვალსაზრისით მართლაც უპრეცენდენტოა

„ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელიც სათუთად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, რომ 9 აპრილის მონაპოვარით შემდგომში განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიზაცია, რეალური დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების გზით.“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ეს იყო ქართველი ერის ბრძოლა იმპერიის მარწუხებიდან თავის დაძვრენის მიზნით. ამავე დროს 9 აპრილი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე. 1991 წლის რეფერენდუმის შედეგად 9 აპრილი გამოცხადდა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღედ.„დღევანდელი დღის მნიშვნელობა ისტორიული თვალსაზრისით მართლაც უპრეცენდენტოა,“ - ასე გამოეხმაურა დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს.დიმიტრი ლორთქიფანიძე : „დღევანდელი დღის მნიშვნელობა ისტორიული თვალსაზრისით მართლაც უპრეცენდენტოა

 

FaceBook Twitter Google