ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლება არ უნდა გადაიქცეს იმ ძაღლად, რომელიც ყეფს, როდესაც ქარავანი მიდის

„როდესაც სახელმწიფო საბავშვო ბაღის მოსწავლესავით ხელს იშვერს უფროსი მეგობრებისაკენ ან დამცავებისაკენ : აი, ჩვენ ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში და მათი მხრიდან რეაგირება იქნება. ჩვენ რას ვაკეთებთ?! საერთაშორისო თანამეგობრობას იმ ფონზე, რაც მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში საქართველოსთვის არ სცალია და ეს მგონი ესმის ნებისმიერ გონიერ ადამიანს. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ჩვენთვის არ სცალია და ჩვენს ხელისუფლებასაც ასევე არ სცალია ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად. საქართელოს მოსახლეობამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს თუ რა ცვლილებები სჭირდება უახლოეს მომავალში ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეალობას შეეგუება ავტომატურად ხელს მოაწერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვას,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

როგორც მან აღნიშნა, ჩვენ ყოველდღიურად ვშორდებით კონფლიქტების დარეგულირებას და გამოვიყურებით ძალიან სასაცილოდ არაკეთილმოსურნის თვალში.„სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება გარდა ცარიელი განცხადებებისა აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ რეალობა შეიცვალოს და პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას კონფლიქტების დარეგულირების გზისკენ. კიდევ უფრო მეტიც უფრო შორდება კონფლიქტების დარეგულირებას. ეს არის პირდაპირი სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა, რაშიც დადანაშაულებული უნდა იქნას დღევანდელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ცხინვალიდან დევნილია მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა არჩევნები არ შეიძლება სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე ლეგიტიმურად ჩაითვალოს. მაგრამ პოლიტიკაში და ცხოვრებაში გარდა სამართლებრივი ნორმებისა და სამართლებრივი დეკლარირებისა არსებობს რეალობა და რეალობა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანდათან ემსგავსება სამწუხაროდ იმ ძაღლს, რომელიც ყეფს მაშინ, როდესაც ქარავანი მიდის და თავის გზას აგრძელებს.„სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების უუნარობა ყოველდღიურად კიდევ უფრო ნათლად ჩნდება. ეს ჩანს თუნდაც იმ კომენტარებში, რომელიც კეთდება ხელისუფლების და ასევე გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, რომელიც ეხება ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს.“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს.

 

FaceBook Twitter Google