„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვას გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი გივი გახლდათ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანი და მსახიობი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სახალხო არტისტი ამ სიტყვის სრულყოფილი მნიშვნელობით. გივი ბერიკაშვილი იყო საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი, მისი გული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და საქმის სიყვარულით ძგერდა.მისი გარდაცვალება გახლავთ უდიდესი დანაკაგი სრულიად საქართველოსათვის. ქართულ თეატრსა და კინოში მის მიერ შექმნილი სახეები მუდამ ემახსოვრება ქართველ მაყურებელს. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გივი ბერიკაშვილის ოჯახს, მის ერთგულ მაყურებელსა და სრულიად საქართველოს.

 

FaceBook Twitter Google