„პრეზიდენტმა გამოგვიცხადა, რომ თურმე ის არ არის პოლიტიკური პერსონა
და მას არ ეხება არც მოსამართლეების დანიშვნა, არც ქართულ-რუსული
ურთიერთობის მოგვარება, არც ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური
კრიზისი, თურმე არაფერი ეხება. მაშინ ვინ არის ის - მუსიკის
მასწავლებელია თუ ცეკვის?“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“
ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, პრეზიდენტის
განცხადებებიდან გამომდინარეობს ის, რომ ზურაბიშვილს მხოლოდ კლარნეტის
ყიდვა ეხება.