ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე : აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ გამოააშკარავა, რომ ჩვენ უბრალოდ სახელმწიფო არ გვაქვს
19:54 / 03.06.2017
ნინო ბურჯანაძე : აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ გამოააშკარავა, რომ ჩვენ უბრალოდ სახელმწიფო არ გვაქვს
„აქ არის ორი მომენტი, ან ეს ადამიანი მოიტაცეს და ამის შესახებ ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი იცოდა და ეს ძალიან ცუდია, ან ამ ადამიანის მოტაცებაში ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური და ესეც ანალოგიურად ძალიან ცუდია. რაც საერთაშორისო სარბიელზე ახასიათებს საქართველოს როგორც არასანდო ქვეყანას,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს ულოცავს ნინოობის დღესასწაულს
16:12 / 01.06.2017
„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს ულოცავს ნინოობის დღესასწაულს
1 ივნისს სრულად საქართველო მოციქულთასწორის ქართველთა განმანათელებელი ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღვაწლი საქართველოს წინაშე უდიდესია.
"დემოკრატიული მოძრაობა" ულოცავს სრულიად საქართველოს ნინოობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!
„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
15:27 / 01.06.2017
„დემოკრატიული მოძრაობა“  ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ვუსურვებთ მათ მშვიდობიან ქვეყანაში, ლაღ და უზრუნველ ცხოვრებას, სადაც ყოველი მათგანის კეთილდღეობა იქნება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი საზრუნავი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე საქართველოში დადგება ის დრო, როდესაც ხელისუფლება გაატარებს სწორ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას და ყველა მშობელი მოახერხებს საკუთარი შვილებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნვეყოფასა და სრულფასოვანი განათლების მიცემას. ბავშვები ქვეყნის მომავალია და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თითოეულ მათგანზე ქვეყნის უკეთესი და ჯანსაღი მომავლისათვის.
გიგლა ბარამიძე: საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითი…
11:34 / 01.06.2017
გიგლა ბარამიძე: საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითი…

"დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე აზებაიჯანელი ჟურნალისტის, აფგარ მუხტარლის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითია.

გიორგი ახვლედიანი: „მთავრობა მალავს თავის სამარცხვინო საკონსტიტუციო განხილვებს“
16:01 / 29.05.2017
გიორგი ახვლედიანი: „მთავრობა მალავს თავის სამარცხვინო საკონსტიტუციო განხილვებს“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, სამარცხვინოს უწოდებს საკონსტიტუციო განხილვებს, რომელიც კონსპირაციულად ტარდება თბილისის რამდენიმე რაიონში ერთდროულად.
"დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
13:05 / 26.05.2017

"1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა არაერთი თაობა - "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".
“დემოკრატიულმა მოძრაობამ” პარლამენტის შენობის წინ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა
13:02 / 26.05.2017
“დემოკრატიულმა მოძრაობამ” პარლამენტის შენობის წინ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა
„სამწუხაროა და დანაშაულია ამ ხალხის წინაშე, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთა გადაწყვეტილებითაც 26 მაისის აქცია დაარბიეს, არ დასაჯა.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, რომლის გასახსენებლადაც 25 მაისის ღამეს აქციის მონაწილეები რუსთაველზე შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანთა
ნინო ბურჯანაძე: ეს პარლამეტი გახლავთ ორი პოლიტიკური ძალის გარიგებისა და დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგი
16:22 / 25.05.2017
ნინო ბურჯანაძე: ეს პარლამეტი გახლავთ ორი პოლიტიკური ძალის გარიგებისა და დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგი
„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. სარჩელი ეხებოდა ხელისუფლების მხრიდან არჩევნებით მანიპულაციას, ხელისუფლების უზურპაციასა და არჩევნების ფალსიფიკაციას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერი გზით მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა შემდეგ საქართველოს მოსახელობისათვის თავზე დაეხიათ კონსტიტუცია. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის წაერთმიათ ელემენტარული უფლება ეკონტროლებინა ხელისუფლება, რათა საქართველო ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდოს ჯიბეში და აკონტროლოს ისე, როგორც მას და მის უახლოეს გარემოცვას უნდა,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით: „ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ვერც ეს პარლამენტი იქნება ლეგიტიმური და ხალხის ნების გამომხატველი,“
16:16 / 25.05.2017
ნინო ბურჯანაძის განცხადებით: „ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ვერც ეს პარლამენტი იქნება ლეგიტიმური და ხალხის ნების გამომხატველი,“
„მე და ჩემი თანაგუნდელები ვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ წინაასაარჩევნოდ ჩვენ წაგვართვეს უფასო სატელევიზიო დრო, არ ხდებოდა ჩვენი გაშუქება მედია სივრცეში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით. ასევე საარჩევნო გარემო არ იყო თანაბარი ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ვერც ეს პარლამენტი იქნება ლეგიტიმური და ხალხის ნების გამომხატველი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე : მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს
15:24 / 24.05.2017
ნინო ბურჯანაძე : მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს
„დღეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აფხაზეთის დღე. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, სურვილისამებრ მოინახულონ სიმონ ქანანელის საფლავი ახალ ათონში,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის დღესთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.