ახალი ამბები
„ევროპული საქართველო არის ივანიშვილის სატელიტი პარტია და ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა”
14:03 / 13.06.2018
„ევროპული საქართველო არის ივანიშვილის სატელიტი პარტია და ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა”
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ის არ ენდობა იმ კომისიას, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა. როგორც პოლიტიკოსმა “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, “ევროპული საქართველოს ოცნების სატელიტია”
ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ულოცავს
14:36 / 25.05.2018
ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და ერს გამთლიანება და ძლიერ სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება უსურვა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას სურს საქართველო იყოს ისეთი სადაც ყველა მოქალაქე ღირსეულად იგრძნობს თავს.
ნინო ბურჯანაძე - სისხლიანი 26 მაისი დღემდე არ არის გამოძიებული
14:32 / 25.05.2018
ნინო ბურჯანაძე - სისხლიანი 26 მაისი დღემდე არ არის გამოძიებული
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი მხარდამჭერები, დღეს 23:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გაიხსენებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.
ბექა პეტრიაშვილი - 26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა
16:36 / 24.05.2018
ბექა პეტრიაშვილი - 26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა
26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა, - ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა ბექა პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბექა პეტრიაშვილი, ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარია, რომელიც 26 მაისის აქციის მსხვერპლი გახდა. ბექა პეტრიაშვილი 2011 წლის მაისის აქციების პერიოდში „სახალხო კრების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
ნინო ბურჯანაძე - გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც
18:32 / 16.05.2018
ნინო ბურჯანაძე - გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ის „სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში ამყოფებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც“.
ნინო ბურჯანაძე - სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა
16:06 / 09.05.2018
ნინო ბურჯანაძე - სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა
სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში საბჭოთა სიმბოლიკით ჯგუფების (კომუნისტური პარტია, საქართველოს უკვდავი პოლკი) მოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ ფაშისზმზე გამარჯვების დღეს.
07:21 / 09.05.2018
„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ ფაშისზმზე გამარჯვების დღეს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს.
ამ გამარჯვების მიღწევაში ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა და მსხვერპლი გაიღო. ასიათასობით ჩვენი თანამემამულე იბრძოდა და მათგან სამას ათასზე მეტმა სიცოცხლე შესწირა, რათა საკუთარი სამშობლო და მსოფლიო ფაშისტური რეჟიმისგან გადაერჩინა.
ნინო ბურჯანაძე - აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი მფარველობს ნარკობიზნესს
16:11 / 07.05.2018
ნინო ბურჯანაძე - აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი მფარველობს ნარკობიზნესს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ნარკოტიკების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, მიუხედავად, ქვეყანაში არსებული ასეთი ტრაგიკული ვითარებისა, საზოგადოებამ ვერ დაინახა ხელისუფლების და შს სამინისტროს მიერ გადადგმული ვერცერთი ნაბიჯი
„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
13:36 / 06.05.2018
„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
6 მაისს სრულიად საქართველო გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული.

"დემოკრატიული მოძრაობა" ულოცავს სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!
ბურჯანაძე "მარშის" დაპატიმრებულ წევრებზე: პროტესტი არაკორექტული იყო, დანაშაული არ ყოფილა
18:09 / 04.05.2018
ბურჯანაძე "მარშის" დაპატიმრებულ წევრებზე: პროტესტი არაკორექტული იყო, დანაშაული არ ყოფილა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ეროვნული მარშის“ წევრებმა დაახლოებით თვენახევრის წინ „რუსთავი 2“-თან პროტესტი არაკორექტული და მიუღებელი ფორმით გამოხატეს, მაგრამ ეს დანაშაული არ ყოფილა და „მარშის“ წევრები არ უნდა დაეკავებინათ.