ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: „ბატონო, ბიძინა ასეთი შეცდომების გამოსწორებას ვერც 7 მილიარდი ყოფნის და არც 707“.
18:38 / 04.03.2019
ნინო ბურჯანაძე: „ბატონო, ბიძინა ასეთი შეცდომების გამოსწორებას ვერც 7 მილიარდი ყოფნის და არც 707“.
„მინდა აღფრთოვანება გამოვხატო მამუკა ხაზარაძის პოზიციასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიაში მამუკა ხაზარაძე არის პირველი ბიზნესმენი, რომელმაც გაბედა და ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მან საკუთარი ღირსების, პრინციპების დასაცავად გაბედა და თქვა საშიში სიმართლე“. - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე: „ეუთოს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზდენტის სავარძელი იყიდა“
16:32 / 01.03.2019
ნინო ბურჯანაძე: „ეუთოს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზდენტის სავარძელი იყიდა“
„მე ველოდებოდი ეუთოს ასეთ დასკვნას, რადგან წარმოუდგენელი იყო, მას თვალი დაეხუჭა ისეთ უკანონობაზე და კანონის უხეშ დარღვევაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ დოკუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რაზეც აქამდე მხოლოდ ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობდით“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეუერთდეს მოთხოვნას, საარჩევნო სისტემის შესაცვლელად
17:41 / 28.02.2019
გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეუერთდეს მოთხოვნას, საარჩევნო სისტემის შესაცვლელად
„ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვიჯექი ერთ მაგიდასთან, მახსენდება 9 აპრილის აქტი, სვეტიცხოველში გატეხილი ღამე, დაჩოქილები რომ ვიყავით... ე, ჩემო ბიძინა, რეები ვიცი და რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი, იცი? რა გამომივლია? რომ ვერ იოცნებებ, 7 მილიარდი კი არა, 70 მილიარდი რომ გქონდეს, ვერასოდეს რომ ვერ მიხვდები, რა განცდაა ეროვნულ გმირებთან ერთად ყოფნა“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.
ნინო ბურჯანაძე - გრიგორი კარასინის განცხადება ივანიშვილის არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია
16:18 / 28.02.2019
ნინო ბურჯანაძე - გრიგორი კარასინის განცხადება ივანიშვილის არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია
„ძალიან საგანგაშო იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა გრიგორი კარასინმა გააკეთა. ეს არის იმ უგუნური და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აწარმოებს ამ წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის ხელისუფლება იშლება, როგორ უნდა მოახერხო, რომ 5 თუ 7 მილიარდი გქონდეს, საზოგადოების ასეთი ნდობა და ეს ნდობა ასე გაანიავო
13:22 / 28.02.2019
ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის ხელისუფლება იშლება, როგორ უნდა მოახერხო, რომ 5 თუ 7 მილიარდი გქონდეს, საზოგადოების ასეთი ნდობა და ეს ნდობა ასე გაანიავო
უმრავლესობის რღვევის პროცესი ვერ შეჩერდება, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების კონსოლიდირება ვერ შეძლო, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე - ვისურვებდი, ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოადგინა და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები
12:23 / 27.02.2019
ნინო ბურჯანაძე - ვისურვებდი, ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოადგინა და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები
ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოუდგინა მოსახლეობას და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე - უმრავლესობის დაშლის პროცესი შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი თავისი მილიარდებით, ამის შეჩერებას ვერ შეძლებს
19:36 / 25.02.2019
ნინო ბურჯანაძე - უმრავლესობის დაშლის პროცესი შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი თავისი მილიარდებით, ამის შეჩერებას ვერ შეძლებს
უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს, - ასე აფასებს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებით, დასაფასებელია ე.წ. ამბოხებულთა პოზიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება იყოს ტაქტიკა.
გუბაზ სანიკიძე: „რა ოკუპაცია, გედევან ფოფხაძის პარტიიდან წასვლა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი.“
14:04 / 25.02.2019
გუბაზ სანიკიძე: „რა ოკუპაცია, გედევან ფოფხაძის პარტიიდან  წასვლა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის,  როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი.“
„დღეს ხელისუფლებამ ვალი მოიხადა და ტაბელი გაადტრიალა ტაბახმელაში. დღვანდელი ვითარება ძალიან ჰგავს მაშინდელ ვითარებას. ეროვნული ამოცანა მაშინაც და დღესაც მინიმუმზეა დაყვანილი. მაშინაც, როდესაც საბჭოთა ჯარი შემოვიდა, მხოლოდ ახალგაზრდების ნაწილმა შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, დანარჩენი საზოგადოება მაყურებლის როლში იყო. იგივეა ახლაც, არ გვინდა ოკუპაცია, ვდარდობთ მაგრამ ზერელედ“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
გიორგი ახვლედიანი – დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია მცოცავი ოკუპაცია
13:20 / 25.02.2019
გიორგი ახვლედიანი – დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია მცოცავი ოკუპაცია
ახალგაზრდა, თავგანწირული იუნკერები გახდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ბოლშევიკურ ძალმომრეობას ერის ყველაზე ახალგაზრდულმა ნაწილმა გაუწია წინააღმდეგობა. ამით მათ უკვდავყვეს თავისი გმირობა და იმავდროულად მომავალ თაობებს დაუტოვეს დაფიქრების და ქვეყანაზე ზრუნვის ვალდებულება და პასუხისმგებლობაც“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
გიორგი ახვლედიანი - ეკა ბესელიას უნდა ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ემიჯნება
13:58 / 22.02.2019
გიორგი ახვლედიანი - ეკა ბესელიას უნდა ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ემიჯნება
უმრავლესობიდან და მმართველი პარტიიდან წამოსვლა არ ნიშნავს რომ ეკა ბესელია ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.